სიახლეები
-
06 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
კახეთის გზატკეცილზე ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცდებით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს საძირკვლისა და კედლების გამაგრება. მთლიანად კეთილმოეწყობა შენობის გარე ფასადი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სახლი საცხოვრებლად აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება.
თბილისის ისნის რაიონში, კერძოდ, კახეთის გზატკეცილის N19-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს. საძირკვლის გამაგრება-გაძლიერება ხუთსართულიან ავარიულ კორპუსს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ხიმინჯები, ლითონის ჯავშნით კი გამაგრდება დაზიანებული კედლები.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე თბილისის მერი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრება მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს.
სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „სპეცმონოლითი“ ახორციელებს. სამუშაოები სამ თებერვალს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.