სიახლეები
-
04 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების რემონტი დაიწყეს
თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე და კახეთის გზატკეცილზე – ორხევის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს “თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.
სარემონტო სამუშაოების გარდა განათების ახალი სისტემა ეწყობა ჭავჭავაძისა და კოსტავას გამზირებზე – ფილარმონიასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში.
მათივე ინფორმაციით, მონტაჟდება ანტივანდალური “დიოდური” სანათები, რომელიც ელექტროენერგიის 70%-მდე დანაზოგს იძლევა.
“თბილსერვის ჯგუფი” მის მოვლა -პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს და განათების სისტემის შეცვლას ეტაპობრივად განახორციელებს.