მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  მარტი  2017

    ბახმაროს შესახვევში 17 მეტრის სიგრძის საყრდენი კედელი აშენდა

    თბილისის ნაძალადევის რაიონში, ბახმაროს შესახვევის N19-ში, 17 მეტრის სიგრძის გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. სამუშოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა.

    მისამართზე შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
    “ჩვენი რაიონის ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ 15-მდე საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ ტიპის სამუშაოებისთვის 2017 წლის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა – 772 592 ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

    გამგეობის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ზვარეთის ქ. N36 ა-ში და სამუშაოები, რამდენიმე დღეში დასრულდება.
    2016 წელს ნაძალადევის რაიონში 10 საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც ნაძალადევის გამგეობამ ბიუჯეტიდან 577 297 ლარი გამოყო.


პარტნიორები