მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  მარტი  2017

    სოფელ ტაბაკინში პირველად მონასტრამდე მისასავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

    სოფელ ტაბაკინში პირველად წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კეთილმოწყობას 2690 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნეებით თარიღდება. სამუშაოები მგფ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 921 173 ლარია. პროექტის დასრულება 2017 წლის სექტემბრისთვის იგეგმება. გზის მშენებლობის სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ადგილზე გაეცნენ და პროექტის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტენტები.


პარტნიორები