მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  მარტი  2017

    ქუთაისის აეროპორტთან სასტუმრო აშენდება

    კომპანია GDG ქუთაისის აეროპორტთან ახალი სასტუმროს მშენებლობას იწყებს, რომელიც კონცეპტუალურად აეროპორტთან იქნება დაკავშირებული. კომპანიის გენერალური დირექტორი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, რომ სასტუმრო საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი, - 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 50-55 ნომერი განთავსდება. თავად სასტუმრო მომიჯნავე ბილიკით ქუთაისის აეროპორტთან იქნება დაკავშირებული და აეროპორტიდან სასტუმროში მოხვედრა 5-10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

    ბეჟან წიქაძე ამბობს, რომ სასტუმროში აეროპორტის მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი, - კერძოდ, ნომერში მყოფ პირს დინამიკის საშუალებით ეცნობება თუ როგორია მისი ფრენის განრიგი, ამასთან სასტუმროში აეროპორტის მსგავსი ტაბლოს განთავსებაც იგეგმება, სადაც ასევე ფრენების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

    "სასტუმრო გათვლილი იქნება აეროპორტის ტურისტებზე და სტუმრებზე. როგორც ვიცი 11 მიმართულება აქვს ქუთაისის აეროპორტს და ფრენების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. აეროპორტთან ახლოს კი სასტუმრო არაა, სადაც ტურისტები ან მომსახურე პერსონალი, ბორტგამცილებლები დაისვენებენ, ისინი ქუთაისში ან წყალტუბოში მიდიან", -ამბობს ბეჟან წიქაძე.

    ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტირება მიმდინარეობს. მასში განთავსებული იქნება, როგორც კაფე-ბარი, ასევე კვების ობიექტი. ბეჟან წიქაძე აეროპორტთან მოლაპარაკებების დაწყებასაც გეგმავს. 


პარტნიორები