სიახლეები
-
ბათუმში ნაპირდაცვით პროექტზე 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები დაიწყო. პროექტი დაახლოებით 2 კილომეტრი ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ითვალისწინებს. ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 20 მეტრის სიგრძის 12 საფეხმავლო ხიდი.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 30 მილიონ 297 ათას 854 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია STRUIJK (სტრუიჯიკი) განახორციელებს. სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.




