მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მარტი  2017

    EBRD-ი სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ხიდის მშენებლობისთვის 6 მლნ. ევროს გამოყოფს

    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)” სასესხო შეთანხმება განიხილეს. სხდომაზე საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა, რომლის მიხედვით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ხიდის მშენებლობისთვის 6 მლნ. ევრო გამოუყო.

    წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებით, სესხის ხანგრძლივობაა 15 წელს შეადგენს, მათ შორის, 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.

    „სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ხიდის ნაწილის მშენებლობისთვის, სომხეთსა და EBRD-ს შორის, სასესხო შეთანხმება უკვე გაფორმებულია, რომლის ფარგლებში მათ 10 მლნ. ლარი აქვთ გამოყოფილი”, – განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

    მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები