მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მარტი  2017

    საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ ნინო გოგუაძესთან და გამგებლის მოადგილეებთან ერთად, საბურთალოს რაიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრა კანდელაკის 8-ა, 8, 8- ბ, 10, ბუტაპეშტის 3-ა, 3 -ბ და ტაშკენტის 31-ის მაცხოვრებლებთან გაიმართა, სადაც მათ მიმდინარე და სამომავლო სამუშაო გეგმები გააცნეს.

    ​აღნიშნულ მისამართებზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ შემდეგი სამუშაოები ხორციელდება: ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, რომლის საერთო ფართი 6 840 კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 263 070 ლარი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს, რომლის ღირებულებაც 46 800 ლარია; ტაშკენტის 31-ში იცვლება კანალიზაციის სისტემა, პროექტის ღირებულება შეადგენს 28 000 ლარს; კანდელაკის 8-ა-ში იცვლება კანალიზაციის მილები, რომლის ღირებულება 25 000 ლარია; ბუდაპეშტის 3-ა-ში დასრულდა ლიფტის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 6 633 ლარია.

    ​მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში საბურთალოს რაიონის გამგეობა მარტში დაიწყებს სკვერის მოწყობას, პროექტის ღირებულება შეადგენს 57 447 ლარს. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად ხეების სხვლა-ფორმირება და უსაფრთხოების მიზნით ჭრები ხორციელდება.

     

     


პარტნიორები