მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მარტი  2017

    2017 წელს, რამდენიმე მასშტაბური პროექტი დაიწყება

    თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური 2017 წელს დედაქალაქში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სიას აქვეყნებს, მათ შორის საუბარია გარდაბნის გზატკეცილის დედაქალაქისთვის შეერთებაზე.

    ​თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთება დაგეგმილია შემდეგ ქუჩებზე: პეკინის ქუჩა; მეტროსადგურ “ავლაბრიდან” ჯორჯ ბუშის ქუჩამდე (ირბახის ქუჩა, წურწუმიას ქუჩა, თელავის ქუჩის ნაწილი და ზურაბიშვილის ქუჩა); ლაგუნა ვერეს გაფართოება; ცაიშის ქუჩა; ფეიქრების ქუჩა; მირიან მეფის ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; ქიზიყის ქუჩა; ამაღლების ქუჩა; ჭიჭინაძის ქუჩა; გარეჯის ქუჩა, სადაც ასევე, მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი; მონადირის ქუჩა (ასევე, მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი);
    კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, 2017 წელს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური 29 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გაამაგრებს, მათ შორის არის კოოპერატიული ბინათმშენებლობა.

    გარდა ამისა, ხიდებისა და გვირაბების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, აეროპორტის გზატკეცილზე ვარკეთილის ხიდები; მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის რეკონსტრუქცია; ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყობა სატრანსპორტო კვანძის სამუშაოები.
    ​როგორც კეთილმოწყობაში აცხადებენ, 2017 წელს დასრულდება რაგბის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია მახათას პანთეონის მშენებლობა.


პარტნიორები