მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  მარტი  2017

    მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა იტონგი - Ytong

    "Ytong Caucasus"-ი საქართველოში 2014 წელს დარეგისტრირდა და იტონგის პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

    2017 წლის დასაწყისში დაგეგმილია იტონგის ბლოკის ქარხნის მშენებლობის დაწყება, რომელიც ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ფაზაშია. ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება, სადაც წლიურად 200,000 მ3 სამშენებლო ბლოკის წარმოება იგეგმება.

    ქარხნის მშენებლობის პარალელურად "Ytong Caucasus"-ი საქართველოში იტონგის ბლოკის ექსკლუზიური იმპორტიორია. იტონგის ბლოკის იმპორტი ბულგარეთიდან ხორციელდება.

    ქარხნის ამუშავებამდე "Ytong Caucasus"-ის მიზანია ქართულ ბაზარს გააცნოს იტონგის ნაწარმი, აჩვენოს მას მასალის უპირატესობა და მოახდინოს იტონგის ბლოკის პოპულარიზაცია.

    სხვადასხვა დეველოპერული კომპანიები მათ შორის: არქი ჯგუფი, Horizont Group - ის  პროექტები შენდება Ytong-ის სამშენებლო ბლოკით

    "Ytong Caucasus"-ის მიზანია საქართველოში ევროპული სამშენებლო სტანდარტების დანერგვა, რომლებიც ყველაზე მკაცრ მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებს.


     

    იტონგის ბლოკი

    კომპანია YTONG®-ი მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ბლოკების წარმოებაში. ბლოკის მაღალი ტექნიკური მაჩვენებლები ზრდის აგებული შენობების ექსპლუატაციის ვადას ქმნის კომფორტულ გარემოს და ამცირებს ექსპლუატაციურ ხარჯებს.

    YTONG®-ის აირბლოკების ძირითადი განმასხვავებელი თვისება ჰაერით შევსებული ფორებია, სწორედ ფორები ანიჭებენ მასალას ერთგვაროვან-ფოროვან სტრუქტურას, ხმისიზოლაციას, მაღალ თბოიზოლაციასა და შედარებით მცირე წონას. წყობის პროცესი მიმდინარეობს სპეციალური, თხელნაკერიანი, წებოცემენტის გამოყენებით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ტემპერატურული ხიდებით სითბოს დანაკარგს.

    YTONG®-ის მცირე წონა ამცირებს დაწოლას კონსტრუქციაზე და საშუალებას გვაძლევს საგრძნობლად დავზოგოთ სახსრები კონსტრუქციის აგებისას. აირბლოკის სიმსუბუქე განაპირობებს მაღალ უსაფრთხოების ფაქტორს სეისმური აქტივობის დროს.

    აირბეტონის ბლოკების ზუსტი გეომეტრიული მონაცემები მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ წყობის პროცესს, არამედ შემდგომ შიდა და გარე მოპირკეთებასაც. დაბალი გიგროსკოპულობა და კედლის სწორი ზედაპირი გვაძლებს საშუალებას, კაფელი დამატებითი დამუშავების გარეშე დავაგოთ. ერთგვაროვანი სტრუქტურისა და კარგი მზიდი უნარის ხარჯზე მასალა შესანიშნავია სამაგრი სამუშაოების დროს.

    YTONG®-ის კედლის ბლოკები ხანძარგამძლეა. ცეცხლის ზემოქმედებისას აირბეტონი არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებსა და აალებად წვეთებს. მას იყენებენ ნებისმიერი კლასის შენობისა და ხანძარსაწინააღმდეგო კედლების მშენებლობისათვის. მასალა შესანიშნავად იჭრება, რაც ასევე ამარტივებს წყობის პროცესს და ყველაზე უჩვეულო პროექტების რეალიზაციის საშუალებას გვთავაზობს.

     

    ხარისხის კონტროლი

    კომპანია Xella ხარისხის, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო დამუშავების სფეროში აღიარებული ლიდერია მსოფლიო ბაზარზე. ამას განაპირობებს პროდუქციისა და წარმოების პროცესის მუდმივი კონტროლია და მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სამშენებლო მასალების კვლევითი ცენტრის არსებობა.

    YTONG®-ის ხარისხი – ეს არის:

    მსოფლიოში უმსხვილესი კვლევითი ცენტრები, რომლებიც გერმანიის ქ. ბრიუკსა და ქ. ემსტალში მდებარეობენ;
    80-ზე მეტი ლაბორატორია მთელს მსოფლიოში;
    250-ზე მეტი სპეციალისტი და მეცნიერ–თანამშრომელი ხარისხის კონტროლის, ტექნოლოგიისა და კვლევების სფეროში;
    ნედლეულის ბაზის საგულდაგულო შერჩევა და რეგულარული კონტროლი;
    ხარისხის მუდმივი კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე;
    აირბლოკების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების მუდმივი გაუმჯობესება;
    წარმოების ტექნოლოგიების დამუშავება და მუდმივი სრულყოფა;
    მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან მშენებლობის სფეროში თანამშრომლობა;
    მთელი რიგი საკუთარი სამეცნიერო კვლევები;
    ყოველივე ეს გვაძლევს საშუალებას, დარგში წამყვანი პოზიციები შევინარჩუნოთ და მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ ხარისხისა და ტექნოლოგიების საკითხებში. ამგვარად, კომპანია Xella აყალიბებს სამშენებლო მასალების ბაზარს და გახლავთ ამ ბაზრის ლიდერი, რომელიც კლიენტს საიმედოობის, ეკონომიკური ეფექტიანობისა და ინოვაციური სიახლის გარანტიას სთავაზობს.
     

    ტექნიკური მახასიათებლები

    აირბეტონი შედგება კვარცული ქვიშის, ცემენტის, კირისა და წყლისაგან. აირი (წყალბადი), რომელიც ე.წ. აფუების პროცესის შედეგად ჩნდება, ნედლი ნარევის მოცულობას დაახლოებით 5-ჯერ ზრდის. გაშრობის პროცესში აირი ბუნებრივად გამოედინება ბლოკიდან.

    მილიონობით უწვრილესი აიროვანი ფორა, აირბეტონს დამახასიათებელ უჯრედოვან სტრუქტურას ანიჭებს.

    ამგვარი სტრუქტურის წყალობით, მასალას შესანიშნავი სამშენებლო-ფიზიკური თვისებები გააჩნია – მაღალი თბო და ხმისიზოლაცია, მაღალი ორთქლგამტარობა რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ მიკროკლიმატს, გააჩნია უმაღლესი ცეცხლგამძლეობის მაჩვენებელი.

    ამასთან, მასალა ძალიან მსუბუქია და მისი ექსპლუატაციაც ადვილია. ცხრილში მოყვანილია ინფორმაცია YTONG®-ის სამშენებლო მასალების ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლების შესახებ.

    წარმოება

    იტონგის ბლოკი იქმნება აირბეტონისაგან, რომლის დასამზადებლად სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული გამოიყენება: ქვიშა, კირი, ცემენტი და წყალი, ხოლო ასაფუებლად ემატება ალუმინის ფხვნილი. წარმოებისას დანაკარგი და გარემოს დაბინძურების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, თავად წარმოების პროცესიც კი ენერგოეფექტურია.

    ნედლეულის არევის შემდეგ თხევადი ნაერთის მასას ასაფუებლად ტოვებენ. აფუება ნაერთში მილიონობით ჰაერის ბურთულის წარმოქმნას გულისხმობს, რაც იტონგს უნიკალურ სტრუქტურას სძენს. აფუების შემდეგ იტონგის მოცულობა 5-ჯერ იზრდება და ვიღებთ ნახევრად მყარ მასალას, რომლის დამუშავებაც მარტივად არის შესაძლებლი. მას სპეციალურ დანადგარში ათავსებენ რომელიც მასალას 0.3 მმ სიზუსტით ჭრის და ბლოკის ფორმას აძლევს.

    დაჭრილი ბლოკები ავტოკლავურ ღუმელში თავსდება, სადაც მომდევნო 12 საათის განმავლობაში 190 გრადუსის ტემპერატურის მქონე ორთქლით ბლოკების შრობა-გამყარება ხდება. ავტოკლავური მეთოდი გამორიცხავს შრობის პროცესში ბლოკების დეფორმაციასა და ბზარების წარმოქმნას.

     

    მომსახურება

     

    იტონგის რეალიზაციის შემდგომ მომსახურებაში შედის ხელოსნების სპეციალური მომზადება აირბლოკების სწორ წყობა-მოხმარებასა და იტონგის ხელსაწყოების გამოყენებაში.

    იტონგის ბლოკებისა და ხელსაწყოების არასწორი გამოყენებისას შესაძლოა ბევრი დრო დაიკარგოს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მშენებლობის პროცესში.

    სწორი მოხმარების პირობებში კი წყობის სისწრაფე 1,75-ჯერ იზრდება და მატულობს მშენებლობის ხარისხი.

     

     

     

    დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ytong.ge 


     

    ტეგები


პარტნიორები