მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  მაისი  2016

    მერია მშენებლობებზე "მწვანე სახურავების" განვითარებას სხვადასხვა ფორმით წაახალისებს

    მერია მშენებლობებზე "მწვანე სახურავების" განვითარებას სხვადასხვა ფორმით წაახალისებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისში სახურავების ერთიანი სტანდარტი დაინერგება.

    ასევე, ნარმანიას განცხადებით, გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება.

    "ქალაქში აქტიური უნდა გახდეს "მწვანე სახურავების" თემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების გავითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით. დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან", - განაცხადა ნარმანიამ.

     


პარტნიორები