სიახლეები
-
ნორიოსა და სართიჭალაში ძიუდოს დარბაზების მშენებლობა მიმდინარეობს
სოფლებში - ნორიოსა და სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტები ადგილობრივი ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ნორიოში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ვლადნეფტპროდუქტი" 470 000 ლარად, ხოლო სოფელ სართიჭალაში შპს „ალგეთი“ 459 180 ლარად შეასრულებენ.
საწვრთნელ დარბაზებში ვარჯიში 100-ზე მეტ მსურველს შეეძლება.




