მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  თებერვალი  2017

    ყაზბეგის გამზირზე თაუერების მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

    "ბლოკ ინვესტი" და „ორბი ჯგუფი" ყაზბეგის გამზირზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე თაუერების მშენებლობას ზაფხულიდან დაიწყებენ. როგორც „ბლოკ ინვესტის" ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ამჟამად ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი დასრულებულია და მიმდინარეობს სანებართვო პროცედურებზე მუშაობა.

    თორნიკე ჯანაშვილის თქმით, მშენებლობის დაწყებიდან პროექტი დაახლოებით 2,5 წელიწადში დასრულდება. მისი ინფორმაციითვე, კომპანია ისევ დაინტერესებულია, შენობის მიმდებარედ „ხრუშოვკის" ტიპის ორი კორპუსის ტერიტორიაც აითვისოს, თუმცა ჯერ მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია. გეგმის მიხედვით, 120 ათას კვადრატულზე ორი თაუერი აშენდება, რომელიც იქნება მულტიფუნქციური, შენობაში განთავსდება როგორც კომერციული ფართები, ისე რამდენიმე სასტუმრო და აპარტ ოტელი.


    „ორბი ჯგუფი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აპარტოტელების მშენებლობა დაიწყო. კომპანია აპარტოტელებს ბათუმსა და ბაკურიანში ფლობს. „ბლოკ ინვესტი" კი ამ ეტაპზე, რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებს. მათ შორის „პარკ ინისა" და „გოლდენ ტულიპის" სასტუმროების პროექტებს.

     


    ავტორი: სალომე სოსელია


პარტნიორები