მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  თებერვალი  2017

    ზაჰესის ახალი ხიდი მარტის დასაწყისში გაიხსნება

    თბილისის ზაჰესის დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაზე. ტერიტორიაზე დარჩენილია დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები.
     ხიდს მას შემდეგ გაიხსნება, რაც კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დაასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხიდი გაიხსნება.
    მათი ინფორმაციით, დასრულებულია ხიდის ბურჯების მოწყობა. მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა – 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოიყვანა. დააგეს რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყო ასფალტის ახალი საფარი. აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი დაიხარჯა.
    ზაჰესის ახალი ხიდის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულად განახლება დაიწყო.
    ​როგორც კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განმარტავენ, რეაბილიტაციის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის მკვებავი წყალსადენის 900მმ-იანი და 1200მმ-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. იმავდროულად, კომპანია დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე 900 მმ-იან ახალ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.
    “შედეგად, დიდ დიღომს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს”,- აცხადებენ კომპანიაში.

     

     


პარტნიორები