მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  თებერვალი  2017

    კოსტავას ქუჩაზე, დანიური სახლის უკან სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი აშენდება

    კოსტავას ქუჩაზე, დანიური სახლის უკან უძრავი ქონებები ელექტრონულ აუქციონზე 1 483 000 ლარად გაიყიდა. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თბილისში, კოსტავას N70-ში მდებარე ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე, ფიზიკური პირი ჭაბუკ ჩირგაძე გახდა.

    როგორც „კომერსანტს" ჩირგაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროპული ინვესტიციით სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის პროექტი განხორციელდება. მისი ინფორმაციით, მხოლოდ სამშენებლო-მოპირკეთების სამუშოებში ინვესტორი დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს დახარჯავს.

    „გერმანიაში მცხოვრები ქართველ ბიზნესმენს სურვილი აქვს საქართველოში ჯანდაცვაში ინვესტიცია განახორციელოს. მას აქვს ხედვა, რომ აქ მისი კაპიტალიზაცია უშედეგო არ იქნება. "-აცხადებს ჩირგაძე.მისი თქმით, შენობა ამჟამად ფაქტობრივად, დანგრეულია და მასზე სამუშოები მიმდინარე წელს დაიწყება. ჩირგაძე ამ დროისთვის ვერ ასახელებს პროექტის დასრულების ზუსტ ვადას.

    სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი იყო ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩა N70-ში (იგივე გამსახურდიას გამზ. N5), N8 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე მდებარე 357.62 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, N8 შენობა-ნაგებობაში სარდაფის სართულზე მდებარე 103.30 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და N5 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე მდებარე 748.27 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

     


    ავტორი: სოფო ქსოვრელი 


პარტნიორები