მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  თებერვალი  2017

    ლაურა ღაჭავას კომპანია Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობისთვის ემზადება

    ლაურა ღაჭავას კომპანია PP Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმროს მოწყობისთვის შესაბამის პროექტზე მუშაობს. როგორც ლაურა ღაჭავა რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, შეხვდნენ კომპანიის წარმომადგნელებს, მიიღეს რეკომენდაციები როგორი უნდა იყოს სასტუმრო და შემდეგ დაიწყებენ მშენებლობას.

    სასტუმროს მშენებლობა მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის გვერდითაა დაგეგმილი. გეგმის მიხედვით მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს. სასტუმრო 7 სართულიანი იქნება.

    პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6-8 მილიონი ევროა. ჰილტონის გარდა ღაჭავას კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე Radisson Red -ის ბრენდის სასტუმროს აშენებს. სასტუმრო 100 ნომრიანია და მისი გახსნა 2019 წელსაა დაგეგმილი.


    ავტორი: სალომე სოსელია


პარტნიორები