მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  თებერვალი  2017

    Apple-ის ახალი შტაბ-ბინის მშენებლობაში 5 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა

    მიმდინარე წლის აპრილში კორპორაცია Apple თითქმის 13 000 თანამშრომელს ახალ შტაბ-ბინაში გადაიყვანს. კამპუსისი მშენებლობაში 5 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მსხვილი პროექტი, რომელზეც სტივ ჯობსი მუშაობდა, - წერს BI.

    260 000 კვადრატული მეტრი ფართით ფუტურისტული კამპუსი აშენებულია ამჟამინდელ ოფისთან ახლოს. ტექნოლოგიური გიგანტის პროექტი კალიფორნიაში ხორციელდება და Apple-ის ახლანდელი კამპუსისგან 1 მილითაა დაშორებული. ახალი შენობის მიწის ნაკვეთი 160 000 000 $ ღირს, თუმცა საწყის ეტაპზე 4-ჯერ უფრო ძვირად იყო შეფასებული. პროექტი კი ჯერ კიდევ 2006 წელს დამტკიცდა. კამპუსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. Apple Park-ი სტივ ჯობსის სახელს მიიღებს. სტივ ჯობსის ბოლო ქმნილებად ჩათვლილი კამპუსი 14200 ადამიანზეა გათვლილი.

    არქიტექტორი გერმან დე ლა ტორრე, რომელიც კამპუსის პროეტზე მუშაობდა, განაცხადა, რომ Apple-ის დიზაინი ყველგან შეგხვდებათ, საპირფარეშოშიც კი. ზოგიერთმა მუშამ ისიც შენიშნა, რომ ლიფტის ღილაკები არის iPhone-ის მენიუს ღილაკების იდენტური.

    Apple-ის გენერალური მენეჯერების უცნაური მოთხოვნა გახლდათ ისიც რომ კაბინეტების და საკონფერენციო დარბაზების ყველა კარები უნდა იყოს საფეხურის გარეშე რაც ახსნილი იყო შემდეგნაირად "ჩვენს თანამშრომლებს გონება სრულად დაკავებული უნდა ჰქონდეთ საქმეზე ფიქრით და არა იმაზე თუ სადმე სიარულისას ფეხი რამეს არ წამოკრან". 


პარტნიორები