სიახლეები
-
24 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ფოთში თანამედროვე სტანდარტების სანაპირო ზოლის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება
ფოთში სანაპირო ზოლზე თანამედროვე სტანდარტების ბულვარის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ჯამბურია რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მარტის ბოლოს ბულვარი სრულად განახლებული იქნება.მისივე ინფორმაციით, მალთაყვაში ბულვარის სიგრძე 2 კილომეტრი და 700 მეტრი იქნება. ტერიტორიაზე მოწყობილია ყველანაირი ინფრასტრუქტურა გასახდელები, საშხაპეები, განათების სისტემა, კაფე-ბარები. სანაყინეები, საჩრდილობლები.
ჯამბურიას თქმით, ტენდერი აზერბაიჯანულმა კომპანია „პირამიდა FR-მა" მოიგო, ტენდერის თანხა 4 მილიონ 180 ათსი ლარია. მისივე განცხადებით, 2017 წლის ზაფხულის სეზონზე ფოთს განახლებული სანაპირო ექნება და ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ბულვარის მოწყობის მიზნით ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2015 წელს კომპანია ,,პირამიდა FR''-ის პროექტმა გაიმარჯვა, პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო.პროექტის მიხედვით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. პროექტის მიხედვით, მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს.
ავტორი: სალომე სოსელია