სიახლეები
-
23 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ქუთაისში Best Western ის ქსელის 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
სულ მალე, Best Western-ის ქსელის, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო პირველ სტუმრებს მიიღებს.
სასტუმრო აშენდა ქ. ქუთაისის ისტორიულ ცენტრში, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, თეთრ ხიდთან.
სასტუმროში განთავსებულია 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი, სამი საკონფერენციო დარბაზი, ევროპული სტილის კაფე და სასაუზმე ზონა, რესტორანი და ღია ტერასა შესანიშნავი ხედით.
სასტუმროს მშენებლობა განახორციელა Capitol Construction-მა, ხოლო მისი მართვა ესპანური სასტუმროების მართვის კომპანია T3 Hospitality Management - Georgia and CIS-ს გადაეცა.