მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  თებერვალი  2017

    ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მშენებლობა 7 მისამართზე მიმდინარეობს

    თბილისის ჩუღურეთის რაიონში, საყრდენი კედლის მშენებლობა შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, მეუნარგიას I შესახვევის N4-ში, II ახალი არსენალის ქუჩის N8, ვეძათხევის შესახვევის N14-16, ბაგრატიონის ქუჩის N50-52, მნათობის ქუჩის N23, სალიას ქუჩის N56-58-ში და აგარის ქუჩის N24-ში. ​
     აღნიშნულ მისამართებზე ჩამოშლილი მიწა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში იყრებოდა და სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობამ 239 371 ლარით დააფინანსა.
    მათივე ინფორმაციით, ​ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. 2017 წლის ბოლოსთვის ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლების მოწყობა 21 მისამართზე დასრულდება.
    სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

     

     


პარტნიორები