სიახლეები
-
23 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში შადრევნების რეაბილიტაცია დაიწყეს
შპს “თბილსერვის ჯგუფმა” მის მოვლა–პატრონობაში არსებული, თბილისის შადრევნების რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოები ორთაჭალაში, კოსტავას გამზირზე – ფილარმონიასთან, რუსთაველის გამზირზე – მეტროსადგურ “რუსთაველთან”, ჭავჭავაძის გამზირზე და აბანოთუბანში მდებარე შადრევნებს უტარდება.
კომპანიის მოვლა -პატრონობის განყოფილების თანამშრომლებმა შადრევნების მდგომარეობა შეისწავლეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ რამდენიმე შადრევანზე ტექნიკური ხასიათის დაზიანებაა გამოსასწორებელი, მათ შორის ძრავის დაზიანება, ხარვეზი ელექტროსისტემაში, რამდენიმე შადრევანს სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა. რეაბილიტაციის პერიოდში შადრევნებს ვერ ჩართავენ.
მათივე ინფორმაციით, შადრევნების სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებულ შადრევნების მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს. დედაქალაქში სულ 54 შადრევანია და მათ მოვლა-პატრონობას „თბილსერვისი“ უზრუნველყოფს.