სიახლეები
-
22 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე დაახლოებით 173 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება
ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე დაახლოებით 173 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად ქალაქს 900 ახალი სასტუმროს ნომერი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიაწოდეს.
მათი ინფორმაციით, 2017 წელს შემდეგი საინვესტიციო პროექტების განხორციელება იწყება:
• სასტუმრო მესხეთის ტერიტორიაზე
• 50 000 000 ლარის ინვესტიცია
• არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო
• სასტუმრო და სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ცენტრი მახინჯაურში
• 10 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია.
• 120 მოქალაქე დასაქმდება;
• სასტუმროების, კოტეჯების, საკემპინგე ადგილის მოწყობა მახინჯაურში
• 3 მლნ ლარი ინვესტიცია
• 50% რეკრაციული ზონა
• მაღალი დონის 60 ნომრიანი სასტუმრო გმირთა ხეივანში
• 10 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია
„ინვესტორებთან ორმხრივი შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონსადმი ინტერესი საკამოდ მაღალია“,- აცხადებენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში.