მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  თებერვალი  2017

    რა ღირს საოფისე ფართები თბილისში - ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ბიზნეს ცენტრები

    უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Cushman&wakefield თბილისის სავაჭრო ცენტრებზე კვლევას აქვენებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა კვლავ სუსტია, თუმცა შეინიშნება დასტაბილურობა. ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობა შექმნა, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია ბაზრის ნდობასა და მოლოდინებზე. წლის მესამე კვარტალში დასაქმებული პირების რაოდენობა 6,6 პროცენტით გაიზარდა, აქედან უმეტესი წილი სავაჭრო სექტორზე, უძრავ ქონებაზე, სასტუმრო სარესტორნე ბიზნესზე და ჯანდაცვის სექტორზე მოდიოდა. ამასთან წლის განმავლობაში ლარის გაუფასურებამ უძრავი ქონების ფასზე იქონია გავლენა.

    რაც შეეხება საქართველოში ბიზნეს ცენტრებს, კვლევაში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნეს ცენტერბს შორის პირველი ადგილი GMT Plaza-ს უკავია, სადაც დეკემბრის თვის მონაცემებით, კვადრატულის ფასი საშუალოდ 45 დოლარი იყო. მას მოსდევს ე.წ. მწვანე შენობა, - 30 დოლარით, BCV Redix - 23 დოლარით და პიქსელის შენობა 27 დოლარით. 20 დოლარია კვადრატულის ღირებულება ბესიკის ბიზნეს ცენტრში. 25 დოლარი მანტაშევის ბიზნეს ცენტრში, 40 დოლარი კი ტაბიძის 1 -ში. გრატოში საოფისე ფართის ქიარობა კვადრატულზე 20 დოლარად იყო შესაძლებელი, პირიმზე პლაზაში კი 20 დოლარად, „ბიზნეს ცენტრი ჭავჭავაძეზე“ კი 16 დოლარად. „ტიფლის ბიზნეს თაუერსში“ კვადრატული ფასი საშუალოდ 15 დოლარი იყო, აღმაშენებლის ბიზნეს ცენტრში 20 დოლარი, თარხნიშვილის ბიზნეს ცენტრში კი 18 დოლარი, „მერანში“ კი 23 დოლარი, მეიდან პალასში 25 დოლარი, „სა-გა ბიზნეს ცენტრში“ 15 დოლარი. 


პარტნიორები