მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  თებერვალი  2017

    Golden Tulip-ის პირველი სასტუმრო თბილისში ზაფხულში გაიხსნება

    თბილისში Golden tulip-ის ბრენდის სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება. პროექტს კომპანია „ბლოკ ინვესტი" ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობა უკვე დასკვნით ეტაპზე და მისი გახსნა ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. პროექტში ბლოკ ინვესტი 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

    თბილისში ეს Golden tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება. როგორც, გასულ წელს Golden tulip Borjomi-ს გახსნის ცერემონიაზე Louvre Hotels Group-ის, (რომელშიც აღნიშნული ბრენდია გაერთიანებული) რეგიონულ პრეზიდენტმა ამინ მოუკარზელმა განაცხადა, საქართველოში Golden Tulip-ის მენეჯმენტით კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში. ცნობილია, რომ ამავე ბრენდით თელავში სასტუმოს გახსნა წლის ბოლოსაა დაგეგმილი, სასტუმრო „ინტურისტი" ყოფილ შენობაში განთავსდება.

    „ბლოკ ინვესტი" კი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია თბილისში ერთდროულად სამი სასტუმროს პროექტზე მუშაობს.



    ავტორი: სალომე სოსელია


პარტნიორები