მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  თებერვალი  2017

    თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

    თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და ხსნიან გზის დაზიანებულ საფარს, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი ქუჩაზე ორ ფენად, 22 000 კვ.მ-ის ფართობზე დაიგება.

    ცაიშის ქუჩაზე ახალი, 600 მეტრის სიგრძის სანიაღვრე ქსელის მშენებლობა იგეგმება, ტროტუარი კი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა.

    ცაიშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე.
    დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ჩუღურეთს თბილისის ზღვასთან და მახათას მთასთან აკავშირებს.
    გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ქროსფოინთი“ ახორციელებს.
    სამუშაოები 16 თებერვალს დაიწყო და ივნისში დასრულდება.


პარტნიორები