სიახლეები
-
20 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება მიმდინარეობს. კერძოდ, ნუცუბიძის III მ/რ-ის მე-2 კვარტლის მე-10 კორპუსის, ნუცუბიძის V მ/რ-ის მე-8 კორპუსის და ნუცუბიძის IV მ/რ-ის 17 კორპუსის. აღნიშნული ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოების გარდა, ამ ეტაპზე დაგეგმილია კიდევ ერთი პროექტის განხორციელება.
პროექტების საერთო ღირებულება 60 448 ლარია.