სიახლეები
-
სასტუმრო „Mercure Tbilsi Old Town”-ში გაიმართა
სასტუმრო „Mercure Tbilsi Old Town”-ში გაიმართა სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენსა“ და ბანკ „რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალს“ შორის მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერა სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პროექტების განვითარების, მარკეტინგის, გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ბატონი ოღუზ ქაან ქარაერმა და ბანკი „რესპუბლიკას“ ალტერნატიული არხების მართვის სამსახურის უფროს ქალბატონი ნათია ფრანგულაშვილმა.
საერთო შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლისთვის გადახდის პირობების მაქსიმალურად გამარტივებას. აღნიშნული გადახდის პირობები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უპრეცენდენტო და უნიკალურია. კერძოდ მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ 100 თვიანი უპროცენტი განვადებით. ამასთან ერთად გააქტიურდება სხვადასხვა ტიპის მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები.
http://thouse.ge/company/Green-Budapest




