სიახლეები
-
18 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ქვემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, სოფელ გიმოზგონჯილში 2.4 კილომეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 630 ათას ლარს შეადგენს.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს.აღნიშნული სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.