სიახლეები
-
18 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
კოსტავას ქუჩაზე უძრავი ქონება იყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩა 70-ში მდებარე უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად 1 480 000 ლარად გამოიტანა.
უძრავი ქონება მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანიური სახლის უკან - პეკინისა და კოსტავას ქუჩებს შორის. აღნიშნულ უძრავ ქონებას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მის გარშემო განთავსებული ობიექტები: სასტუმროები, ბრენდული მაღაზიები, კვების ობიექტები და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი.
ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2017 წლის 27 თებერვალს 17 საათზე. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/406155