მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  თებერვალი  2017

    ბუნების არქიტექტურული შედევრი, რომელიც ასეულობით წლის განმავლობაში შენდებოდა (ფოტო)

    დედამიწაზე არსებულ ულამაზეს და საოცარ ადგილებს შორის, არ შეიძლება პამუკალეს ბუნებრივი აუზები არ ვახსენოთ. ქვის თეთრი ტერასები, რომლებშიც წყალი გროვდება, შორიდან აისბერგს, ან ბამბის უდიდეს ფანტელებს წააგავს.
    ​ბევრი ტურისტი თურქეთში საგანგებოდ ამ დიდებულების სანახავად ჩადის. თუმცა, გარეგნული მიმზიდველობის გარდა ეს ადგილი ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებითაც. ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდში ამ ადგილას თერმული სპა- კურორტი იყო. ​ერთ-ერთი ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, მინერალურ წყლებში საბანაოდ ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრაც ჩადიოდა. ადგილობრივი მაცხოვრებელი იმ აუზსაც კი განახებენ, სადაც წყლის ტემპერატურა + 35 C -ია.
    პამუკალეს ბუნებრივი აუზებ​ს ძალიან ხშირად სამყაროს მერვე საოცრებადაც მოიხსენიებენ. არეკლილი მზის სინათლე იმდენად თვალისმომჭრელად კაშკაშებს, რომ ადამიანის თვალი ვერ უძლებს და შესაძლოა ტკივილი გამოიწვიოს.
    და მაინც, როგორც შექმნა ეს თეთრი ტერასები. საქმე იმაშია, რომ მიწის სიღრმიდან ამოსულმა ცხელმა წყლებმა თან წამოიყოლეს ყველა სახის მინერალური მარილები და როდესაც მიწის ზედაპირზე ამოდის წყალი, ის ჩაედინება ტერასებად, ორთქლდება და გზად ტოვებს თეთრ კრისტალებს. ეს პროცესი საუკუნეების განმავლობაში გრძელდება, ისე, რომ მთის კალთაზე უნიკალური “აბაზანები” ჩამოყალიბდა.
    რაც უფრო ახლოს მიუახლოვდებით პამუკალეს, მით მეტად გაგაოცებთ თქვენს თვალწინ გადაშლილი საოცრება. პირველი შთაბეჭდილება – ფანტასტიური სასახლე. თუ კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდებით – დაინახავთ სურათს, თითქოს მთაზე ვიღაცას სუფთა წყლის სავსე ფაიფურის ფინჯნები დარჩენია. კიდევ უფრო ახლოს – გაყინული მთა, საიდანაც წყალი იღვრება.
    ​მეცნიერები ამ ბუნებრივად შექმნილ აუზებს ტრავენტინებს უწოდებენ, სადაც წარმატებით ინკურნება გულისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. აქ იოლად იხსნის ადამიანი სტრესსა და დაღლილობას.

     

     

     

     


პარტნიორები