მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  თებერვალი  2017

    მშრალ ხევზე ახალი ხიდი შენდება

    საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილოგზაზე, მშრალ ხევზე, ახალი ხიდი შენდება. ძლიერი ყინვების მიუხედავად,მუშაობა ზამთარშიც გრძელდება და ამ ეტაპზე კონტრაქტორი კომპანია ხიმინჯებს აწყობს. სამუშაო პროცესი საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.

    ზურაბ ალავიძის განცხადებით, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ახალი ხიდი 40 წლისწინ აგებულ, ამორტიზებულ ხიდს ჩაანაცვლებს და სატრანსპორტო ნაკადებს სრულად დააკმაყოფილებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 550 000 ლარით ფინანსდება და ადგილზესულ 20 ადამიანია დასაქმებული. 2013-2016 წლებში რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების ფარგლებში 34 ახალი ხიდი აშენდა.


პარტნიორები