სიახლეები
-
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქუთაისში სასტუმროს აშენებას გეგმავს
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქუთაისში სასტუმროს აშენებას გეგმავს. როგორც ჭყონიამ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ის ქუთასში Georgian Palace-ის გახსნას განიხილავს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობას დავით აღმაშენებლის მოედანთან, იმ ადგილზე განიხილავს, სადაც ახალი McDonalds შენდება.
მისივე თქმით, სასტუმროსთვის ადგილს თბილისშიც ეძებს.
Georgian Palace-ის ერთ სასტუმროს ბიზნესმენი ქობულეთში რამდენიმე წელია ფლობს.




