მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  თებერვალი  2017

    ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობას შესაძლოა დემონტაჟი ჩაუტარდეს

    ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობას შესაძლოა დემონტაჟი ჩაუტარდეს და მის ადგილას 5 ვარსკვლავიანი ბუტიკ-სასტუმრო აშენდეს, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს შენობის მფლობელი კომპანიის ჰუალინგის წარმომადგენელემა განუცხადა. პიტერ ლილვიკის განცხადებით, ასევე შენობის დემონტაჟის გარდა მასზე სართულების დამატების შესაძლებლობაც განიხილება. კონკრეტული დიზანი ამ ეტაპზე შერჩეული არაა, თუმცა ცნობილია რომ მისი მმართველი "prefernce hualing Tbilisi" იქნება.

    "როდესაც სასტუმროს დიზაინზე მუშაობას დავასრულებთ ის მთავრობას უნდა წარვუდგინოთ. შემდგომ სახელმწიფო გადაწყვეტს აღნიშნული დიზაინი უხდება თუ არა იმ ტერიტოტრიას. ჩვენ ორი გეგმა გვაქვს, შესაძლოა, რომ არსებულ შენობას დამავმატოთ სართულები და მიწისქვეშა სადგომი. მეორე გეგმით კი განვიხილავთ, რომ დემონტაჟი ჩავუტაროთ შენობას და სრულიად თავიდან დავიწყოთ მშენებლობა", - ამბობს პიტერ ლილვიკი. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც კომპანია ჰუალინგი შესაბამის ლიცენზიას მიიღებს. პრეფერენს ჰუალინგ თბილისის გენერალური მენეჯერის განცხადებით, ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ის დამოკიდებული იყო იმაზე თუ როდის გადავიდოდა სამინისტრო სამუშაოდ ახალ შენობაში. კომპანიაში მშენებლობის დასრულებას 2019 წლისთვის ვარაუდობენ.

    "ჩვენ ამ ეტაპზე ლიცენზიის მიღებას ველოდებით და როგორც კი ლიცენზიას მივიღებთ მუშაობას დავიწყებთ. ჰუალინგმა შენობა ორი წლის წინ შეიძინა. თუმცა ჩვენ ლიცეზიას ვერ მივიღებდით მანამ, სანამ სამინისტრო სხვა შენობაში არ გადავიდოდა სამუშაოდ, ეს კი გასულ წელს მოხდა“, - აცხადებს პიტერ ლილვიკი.


პარტნიორები