სიახლეები
-
16 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
კოსტავაზე მდებარე დანიური სახლის უკან ტერიტორია 1.48 მილიონ ლარად იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო თბილისში, კოსტავას N70-ში მდებარე ქონებას 1.48 მილიონ ლარად ყიდის. საუბარია, კოსტავას ქუჩაზე მდებარე დანიური სახლის უკან ტერიტორიაზე.
სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილია ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩა N70-ში (იგივე გამსახურდიას გამზ. N5), N8 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე მდებარე 357.62 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, N8 შენობა-ნაგებობაში სარდაფის სართულზე მდებარე 103.30 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და N5 შენობა-ნაგებობაში პირველ სართულზე მდებარე 748.27 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მათივე ინფორმაციით, აუქციონი 2017 წლის 27 თებერვალს დასრულდება.