მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  თებერვალი  2017

    ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების წარმოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

    ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების წარმოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც თიზ-ის თავმჯდომარე სოსო ნიბლაძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, დუბაიდან წარმოდგენილ ბიზნესმენებს ქუთაისში გერმანული ბრენდის მზის პანელების წარმოება სურთ. ინვესტიციის მოცულობა 12 მილიონ დოლარს შეადგენს. პროდუქცია ძირითადად საექსპორტოდ იქნება გათვლილი, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მისი რეალიზება საქართველოშიც მოხდება.

    "ქუთაისის თავისუფალ ინდსუტრიული ზონისთვის გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო. თიზ-ში 35-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. ეს შეეხება როგორც გადამამუშავებელ სამრეწველო პროექტებს, ასევე სავაჭრო ობიექტებს, რამოდენიმე ქარხანა უკვე მუშაობს, ასევე სრულდება მუშაობა სპირტის ქარხანაზე, სადაც 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. უახლოეს 2 თვეში დაიწყებს ფუნქციენირებას მინის საწარმო, - ეგვიპტური კომპანია ადგილზე სატვირთო მანქანების საჰარეო ფილტრებს აწარმოებს და მას მიაწვდის როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე ის გათვლილი იქნება საექსპორტოდ“, - აცხადებს ნიბლაძე.


პარტნიორები