მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  თებერვალი  2017

    “ბ.ა.ლ. გრუპი” გაზობეტონის ბლოკების წარმოებას იწყებს

    კომპანია “ბ.ა.ლ. გრუპი” გაზობეტონის ბლოკების წარმოებას იწყებს.
    საწარმო მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიის მიერ სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის მოცულობა 425 000 ლარია, კომპანიაში 11 ადამიანია დასაქმებული.
    „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 225 საწარმომ მიიღო დაფინანსება. პროგრამა 2014 წლის ივნისიდან ამოქმედდა და მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
    პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.


პარტნიორები