სიახლეები
-
11 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
"ჯიდიჯი ჯგუფი" თბილისში ორ სასტუმროს ააშენებს
„ჯიდიჯი ჯგუფი" თბილისში ორი სასტუმროს მშენებლობას იწყებს. როგორც კომპანიის დაფუძნებელი ბეჟან წაქაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, თბილისის მერიისგან ნებართვებს თებერვლის ბოლომდე ელოდებიან და კომპანია მზად არის მშენებლობის დასაწყებად.
ბიზნესმენის თქმითვე, საბურთალოზესაშუალო კლასის ,მთაწმინდაზე კი შედარებით მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება. წაქაძის განცხადებითვე, ორივე სასტუმროს მმართველი ადგილობრივი კომპანია იქნება. რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას , ორივე პროექტში დაახლოებით 7-8 მილიონი დოლარი ჩაიდება. ორივე სასტუმროს გახსნა მშენებლობის დაწყებიდან 2 წელიწადშია დაგეგმილი.
"ჯიდიჯი ჯგუფის" ხელმძღვანელის თქმით, 2015 წელს ჩაატარეს კვლევა და გაირკვა, რომ ტურისტების ნაკადის გათვალისწინებით თბილისში 10 ათსი ნომრის ნაკლებობა იყო. დღეის მონაცემებით კი ტურისტების შემოდინება იზრდება.
სამომავლოდ კომპანია სასტუმროს მოწყობას რეგიონებშიც გეგმავს და განიხილება ვანში 20-25 ნომრიანი სასტუმროს აშენება.
„ჯიდიჯი ჯგუფი" ამ დრომდე მხოლოდ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა. კომპანიას პროექტები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებში აქვს.
ავტორი: სალომე სოსელია