მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  თებერვალი  2017

    პირველი ვერტიკალური ტყე აზიაში

    იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ აზიაში პირველი ვერტიკალური ტყე დააპროექტა, რომელიც ქალაქ ნანკიში, ჩინეთში გაშენდება.

    ტყე მაღალსართულიან შენობას დაამშვენებს. როგორც პროექტით არის გათვალისწინებული, 1000 ხისა და 23 სხვდასხვა ჯიშის 2500 ბუჩქის წყალობით, ვერტიკალური ტყე ყოველდღიურად 132 მ.2 ჟანგბადს გამოყოფს.

    როგორც ცნობილია მაღალ კოშკში ოფისები, მუზეუმი, კლუბი და მწვანე არქიტექტურის სკოლა განთავსდება. დაბალ კოშკში კი 247 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.

    ვერტიკალური ტყის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება და სტუმრებს აივნებიდან უალამაზეს სანახაობას შესთავაზებს.

    დიზაინერმა სტეფანო ბოიერიმ უკვე დააპროექტა ვერტიკალური ტყე მილანში და უახლოეს მომავალში მის მეირვე შექმნილი ტყე შვეიცარიაშიც გაიხსნება.

     

     

     

     

     


პარტნიორები