სიახლეები
-
11 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე რეაბილიტაცია 30-ზე მეტ მკვეთრად ავარიულ მრავალბინიანი სახლს ჩაუტარდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარი დაიხარჯება.
დავით ნარმანიამ დღეს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის №1-ში, მე-3 ხარისხის დაზიანების საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.
XX საუკუნის 80-იან წლებში აშენებული, 17 სართულიანი კორპუსის სექცია, 24 სანტიმეტრით არის გადახრილი. მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 306 ხიმინჯის მოწყობა. სამუშაოები ივნისში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 600 000 ლარი დაიხარჯება. გამაგრების სამშენებლო სამუშაოებს, მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანიტი“ აწარმოებს.
მათივე ინფორმაციით, შენობის გამაგრების თხოვნით მოსახლეობამ მერიას შარშან მიმართა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყეს.“ამ და კიდევ სხვა 30-ზე მეტ მკვეთრად ავარიულ კორპუსს წლის განმავლობაში გავამაგრებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და პირობებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მათივე ინფორმაციით, გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად კიდევ 9 ავარიულ სახლს უტარდება