სიახლეები
-
Domus Development ავსტრიული კომპანია „Umdasch Group“-ის სათაო ოფისს ეწვია.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კომპანია დომუსის წარმომადგენლობითი ჯგუფი ავსტრიული კომპანია „Umdasch Group“-ის სათაო ოფისს ეწვია. „Umdasch Group“ ორი კომპანიისაგან „DOKA“ და „Umdasch Shopfitting Group“ შემდგარი ჰოლდინგია სადაც ორივე კომპანია ბაზრის უდავო ლიდერია.
კომპანია „DOKA“ -ს მიერ წარმოებული უახლესი საყალიბე მასალებისა და მათი გამოყენების მეთოდების გაცნობის მიზნით კომპანია დომუსის ტექნიკური ჯგუფისათვის სპეციალური სამუშაო სემინარი ჩატარდა. „Umdasch Shopfitting Group“ -ის ორგანიზებით ჩატარდა ასევე პროექტის მართვის სემინიარი, სადაც ავსტრიულმა სამშენებლო კომპანიამ კომპანია დომუსის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარა.





