მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  თებერვალი  2017

    მსოფლიო ბანკი ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაციას მილიონნახევრით დააფინანსებს

    მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა. სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის უფროსმა ოფიცერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პეტიო ნიკოლოვმა და ზურაბ ალავიძემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს,- ამის შესახებ ინფრომაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

    სამინისტროს ცნობით, 105 მილიონ ლარს აჭარბებს თანხის ოდენობა, რაც დონორმა ორგანიზაციამ E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებისთვის გამოყო.

    ეს თანხა გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას, მათ შორის – რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებას მოხმარდება.

    მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 14 მილიონი ლარია.

    დაახლოებით მილიონნახევარი ლარით ფინანსდება დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია.

    5 მილიონ ლარს აღემატება ბატონის მუზეუმის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა, თელავის საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაციისთვის კი მსოფლიო ბანკმა სამმილიონნახევარი ლარი გაიღო.


პარტნიორები