სიახლეები
-
08 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი. დაგეგმილია ახალი ბორდიურების მოწყობა, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან, ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.
„ჩუღურეთის რაიონში ინტენსიურად დავიწყეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, კეთდება გზები, ტროტუარები, წესრიგდება ინფრასტრუქტურა. სხვა გამგეობებშიც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვხვდებით მოსახლეობას და ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. ასევე, ვაცნობთ ინფორმაციას დაგეგმილი პროექტების შესახებ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა 7000 კვ.მ-ზე ახორციელებს, აპრილში დასრულდება.
ჩუბინაშვილის ქუჩის გარდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ქვალონისა და ლებარდეს ქუჩებზე.
2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტება იგეგმება.