მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  თებერვალი  2017

    „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმას ქმნის.

    „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმას ქმნის. ასოციაციის ინფორმაციით, construct.ge ასოციაციის, შპს "ვისეილისა" და შპს „მოდულატორის" ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნა სამშენებლო სექტორისთვის. მათივე თქმით, ვებ-გვერდი დახმარებას გაუწევს: მწარმოებელ, სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო კომპანიებს ნებისმიერი საკითხის გასამარტივებლად, კერძოდ: პლატფორმის საშუალებით კომპანიები მოახდენენ:

    • სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას;

    • შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას;

    • ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.

    კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოვებას, ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.


    ახალი პლატფორმის პრეზენტაცია ხვალ „ტექნოპარკშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე 200-მდე პირია მიწვეული. მათ შორის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.


პარტნიორები