მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  თებერვალი  2017

    m2 მელიქიშვილის გამზირზე სასტუმროს ააშენებს

    კომპანია "m2 უძრავი ქონება" თბილისში Ramada Encore -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობას წელს დაასრულებს.

    ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა TVპირველზე "საქმიან დილაში" განაცხადა, აღნიშნა, რომ ტურისტების მხრიდან 3 ვარსკვლავიან სასტუმროებზე მოთხოვნა დიდია.

    ირაკლი ბურდილაძემ ამავე ბრენდის სასტუმროს მშენებლობა ქუთაისშიც დააანონსა, აღნიშნა, რომ 120 ნომრიანი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტერიტორიის შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს. 


    რაც შეეხება თბილისს, აქ ყაზბეგის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაში 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, თანხის ნაწილი 7 მლნ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოყო.

    "m2 უძრავი ქონების" საინვესტიციო პორტფელშია თბილისში კიდევ ერთ სასტუმროს პროექტი.

    სასტუმრო მელიქიშვილის გამზირზე აშენდება. პროექტი დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის მიერ უკვე დამტკიცებულია და ამჟამად, სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს.

     

     


პარტნიორები