სიახლეები
-
კერძო კორპორაცია ,,ჰუალინგ ჯგუფი"
კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ დაარსდა 1988 წ. ჩინეთში, ქ. ურუმჩიში. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას.
„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა:
თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
თბილისის ზღვის პლაზა
ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი
სასტუმრო ფანდი
ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში
ხე – ტყე
საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3,000-ს აღემატება.





