მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  თებერვალი  2017

    დიდ დიღომში ახალი ავტობაზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

    თბილისში, დიდ დიღომში, ყოფილი ტელევიზორების ქარხნის ტერიტორიაზე, 6 ჰექტარ მიწის ფართობზე ახალი ავტობაზის მშნებლობა ზაფხულში დასრულდება.
    თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე მუნიციპალურ ავტობუსებს უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ახალი ავტობაზა მოემსახურება. სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო, უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე ბეტონის საფარის მოწყობაც დასრულდება.

    „ინტენსიურად მიმდინარეობს სერვის ცენტრის, სამრეცხაოს, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურების, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობების მშენებლობა. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს“, -აცხადებენ კომპანიაში.

    მათივე განმარტებით, ავტობაზა ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას. კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი ახორციელებს. მშენებლობა ზაფხულში დასრულდება.

    ავტობაზის მშნებლობაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო “რედისონში” გუშინ გამართულ, დედაქალაქის მთავრობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო.

    დავით ნარმანიას თქმით, ბაზა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და 377 ავტობუსის პარკირების საშუალებას ითვალისწინებს.

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობაზაზე ახალი ავტობუსებისთვის ყველა სახის მომსახურების გაწევა იქნება შესაძლებელი. მათ შორის, ყოველდღიური სერვისი და კაპიტალური რემონტი.

    ავტობაზა 12-მეტრის სიგრძის Man – ის ავტობუსების გარდა, საშუალო, 9-მეტრის სიგრძის ავტობუსების მიღებასაც შეძლებს.

     


პარტნიორები