სიახლეები
-
საქართველოს რეგიონებში სარწყავი სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 2017 წელს 38 მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოს რეგიონებში სარწყავი სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის შპს „საქართველოს მელიორაციას“ 38 მილიონი ლარი გამოეყო. შესაბამის განკარგულება მთავრობამ გამოსცა.
შედეგად, გამოყოფილი თანხა მოხმარდება ქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემების ზონაში დამშრობი ქსელის რეაბილიტაციის, შესაბამისი საინჟინრო კვლევების, დაპროექტების, სპეციალური ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენას, ასევე, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას.
საქართველოს მთავრობა სუბსიდიის სახით დამატებით 10 მილიონ ლარს გამოყოფს აღნიშნული სამუშაოების დროს მოსახმარი ელექტროენერგიის ხარჯისთვის, ასევე ტექნიკის მოვლა-შენახვისა და სხვა ხარჯებისთვის.




