მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  თებერვალი  2017

    ხობში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

    ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციისსამუშაოები დასრულდა. განახლებული საბავშვო ბაღი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.

    საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გადახურვა, სრულად კეთილმოეწყო გარე და შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, მოსასვენებელი, სასადილო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ახალი - წყალგაყვანილობის, ელექტროგაყბვანილობის და გათბობის სისტემები. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხობის #1 საბავშვო ბაღის სამივე კორპუსს.

    ხობის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 489 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მშენებელი პლიუსმა" შეასრულა.

    ხობის #1 საბავშვო ბაღი 200-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.


პარტნიორები