სიახლეები
-
01 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
სასტუმროების მსოფლიო ქსელი CHOICE HOTELS-ი საქართველოში შემოდის - პირველი სასტუმროს გახსნა ქუთაისის აეროპორტში განიხილება
საქართველოში სასტუმრობის მსოფლიო ჯგუფი Choice Hotels-ი შემოდის.ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორი მაკო აბაშიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჯგუფის წარმომადგენლები თბილისში, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ და შეხვდნენ ბაზარზე მოქმედ დეველოპერულ კომპანიებს მათ შორის „აქსისს", „ორბი ჯგუფს","ომეგა ჯგუფს" და „რედიქსს". აბაშიძის თქმით, Choice Hotel-ი 4 სხვადასხვა ბრენდს აერთიანებს მათ შორის Ascend Collection - 5* (ხუთი ვარსკვლავი); Clarion - 4* (ოთხი ვარსკვლავი); Quality - 4* (ოთხი ვარსკვლავი); და Comfort Inn - 3* (სამი ვარსკვლავი). მსოფლიოს 35 ქვეყანაში 6400-მდე სასტუმრო აქვთ, ამერიკაში კი ყოველი მეორე სასტუმრო CHOICE-ს ეკუთვნის.
„ აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მოქმედებს სასტუმროების კომპონენტი, რაც გულისხმობს, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის შემთხვევაში კერძო ინვესტორს ექნება საშუალება, 2 წლის განმავლობაში „ფრანჩაიზის" გადასახადი არ გადაიხადოს და სესხთან დაკავშირებითაც მოქმედებს ხელშეწყობაც. მსხვილი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ბრინატულ-ქართული სავაჭრო პალატის წევრები არიან დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს მოგვეძებნა ფრანჩაიზული სასტუმროების ჯგუფი- ჩვენ კი Choice hotels შევარჩიეთ" აცხადებს აბაშიძე
მისივე თქმით,3 თვის განმავლობაში ბრიტანეთის სავაჭრო პალატა Choice Hotels აწვდიდა ინფორმაციას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სექტორების მიხედვით , რის შემდეგაც დაიგეგმა ვიზიტი. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში Choice hotels -ის მმართველი დირექტორი გეორგ შლეგელი და Choice Hotels-ის უფროსი დირექტორი მაქს სერნე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამჟამად რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მაკო აბაშიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი ქუთაისის აეროპორტში სასტუმროს მოწყობას გულისხმობს. ჯგუფისთვის საინტერესოა როგორც თბილისი, ისე რეგიონები, მათ შორის ბათუმი.
„ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ჯგუფი საქართველოში იმუშავებს და 2017 წელს დაიწყება უკვე მშენებლობები. პირველი ხელმოწერილი კონტრაქტი მაისამდე უნდა გვქონდეს. ამ ეტაპზე ლიცენზირების და დოკუმენტების შეგროვების პერიოდია" განაცხადა აბაშიძემ
Choice Hotels Group სასტუმროების ბრენდებში ერთ-ერთი ლიდერია 1938 წლიდან, და სიდიდით მსოფლიოში სასტუმროების მეორე ჯგუფია. Choice Hotel Group ოპერირებს ოთხი ბრენდით: Ascend Collection - 5* (ხუთი ვარსკვლავი); Clarion - 4* (ოთხი ვარსკვლავი); Quality - 4* (ოთხი ვარსკვლავი); და Comfort Inn - 3* (სამი ვარსკვლავი).
Choice Hotel Group ამჟამად ოპერირებს 6400 -მდე სასტუმროს 35 ქვეყანაში (მათ შორის აშშ-ში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთში, თურქეთში, და სხ.).
ავტორი: სალომე სოსელია