სიახლეები
-
31 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
აქსისი: "ავანსიდან დღგ-ს ნაწილის გადახდა პირველ ეტაპზე გარკვეულ უხერხულობას გამოიწვევს"
"ავანსიდან დღგ-ს ნაწილის გადახდა პირველ ეტაპზე გარკვეულ უხერხულობას გამოიწვევს. ეს გადაწყვეტილება არ არის სასიამოვნო ბიზნესისთვის", -აცხადებს დეველოპერული კომპანია "აქსისის" გენერალური დირექტორი ავანსების დღგ-თი დაბეგვრის თემაზე კომენტირებისას.
გიორგი კაპანაძე ავანსების დღგ-თი დაბეგვრის ახალი სისტემის ამოქმედებით პირველ ეტაპზე გარკვეული უხერხულობის შექმნას პროგნოზირებს, თუმცა ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში ბიზნესი ახალ წესზე გადაეწყობა.
"ავანსები ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. მოგვიწევს, მიღებული ავანსიდან დღგ-ს ნაწილის გადახდა. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ უხერხულობას პირველ ეტაპზე გამოწვევს, მაგრამ საერთო ჯამში პრობლემა არ იქნება. რაღაც პერიოდში გადაეწყობა ბიზნესი და მიეჩვევა ამ ახალ წესსაც. შემოსავალს, რასაც ველდოებოდით, იმას დააკლდება დღგ-ს ნაწილი. საერთო ჯამში, ცოტა მეტი ქეში გაუვათ კომპანიებს საწყისს ეტაპზე. ეს არ არის სასიამოვნო ბიზნესისთვის, მაგრამ საერთო ჯამში დიდ პრობლემას ამაში ვერ ვხედავთ",-განმარტავს გიორგი კაპანაძე.
რაც შეეხება აისახება თუ არა თანხების ნაკადების წინასწარ მობილიზება უძრავი ქონების ფასებზე, კაპანაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, რომ ის ამ მიმართულებით მნიშვნელივან ცვლილებებს არ ელოდება.ტეგები